დმანისის პოლიციის მაღალჩინოსანი დააკავეს

შსს-ს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად დმანისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავეს. მას სამსახურებრივი უფლებასმოსილების ბოროტად გამოყენება და განზარხ უკანონო დაკავება ედება ბრალად. 

"გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ზ.-მ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით უზრუნველყო ერთ-ერთი მოქალაქის უკანონო დაკავება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე და 332-ე მუხლებით მიმდინარეობს.