დოჰა-თბილისის რეისის შესახებ საქართველოს საელჩო კატარში ინფორმაციას ავრცელებს

17 ივლისს კატარის ავაიხაზები შეასრულებს სპეციალურ რეისს დოჰა-თბილისის მიმართულებით. კატარში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადება ავრცელებს. 

"აღნიშნული რეისით ისარგებლებენ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც თბილისში ჩასვლის შემდეგ გაივლიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს. მოქალაქეებმა ბილეთების შესაძენად ან უკვე არსებული ჯავშნის გადაცვლის მიზნით უნდა მიმართონ კატარის ავიახაზების თბილისის ოფისს. მგზავრებს, ვისაც ესაჭიროებათ აღნიშნული რეისისათვის ბილეთის შეძენა ავიაკომანიის მიერ გაეგზავნებათ ერთჯერადი ბმული, რომლითაც შეძლებენ ბილეთის შეძენას", - ნათქვამია კატარში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.