"დროშის ტარი ჩამარტყა" - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე ინციდენტი მოხდა

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციაზე ინციდენტი მოხდა.

 რადიო "ჯორჯიან თაიმსის" გენერალური დირექტორი, პაპუნა გულაშვილი ამბობს, რომ მას აქციის მონაწილე ფიზიკურად გაუსწორდა. 

"ძალიან მნიშვნელოვანი თათბირი მქონდა 7 საათზე, მოვყევი ამ ნაკადში, გადაადგილების პრობლემა მქონდა, წინ მიდიოდა ერთი ადამიანი, რომელიც სპეციალურად მაფერხებდა და როცა უნდა შემეხვია ჩვენი ოფისისკენ, შემოტრიალდა და ფანჯარაში, დროშის ტარი დამარტყა სახის არეში", - აცხადებს პაპუნა გულაშვილი.

მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ მოუწოდებს.