დუშეთის მერიის თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

დუშეთის მერიის თანამშრომლის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული წითელსოფლიდანაა და ის დისტრიბუციაზე მუშაობდა.

ინფიცირებული სამსახურეობრივად მცხეთასა და ყაზბეგში გადაადგილდებოდა. 

ირკვევა, რომ ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ, მან 112-ში დარეკა, გამოძახებაზე კი, როგორც ირკვევა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები ეკიპირების გარეშე მივიდნენ, აქედან გამომდინარე მედიკოსებიც იზოლაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 1336-მდე გაიზარდა.

განკურნებულია 1088 პაციენტი.