დუშეთის ტყეში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხარხის ხეობაში ტყეში მეორე დღეა ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ქვედა საფარს, ფოთლებსა და ეკალბარდებს უკიდია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, იწვის ტყის ქვედა საფარი, ფოთლები და ეკალბარდი. ადგილზე მეხანძრე-მაშველების 7 ეკიპაჟი მუშაობს. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.