დუშეთში ავტოავარიისას ორი ქვეითი დაშავდა

დუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. 

ავტომობილი ქვეუთად მოსიარულეებს დაეჯახა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.