დუშეთში ხანძარია

დუშეთის მუნიციპალიტეტში, არხოტის უბანზე ხანძარია.

 report.ge-სთან საუბრისას ადგილობრივი მამუკა არაბული აცხადებს, რომ ცეცხლი ბუჩქნარსა და ბალახებს უკიდია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის ტყეზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს. 

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ადგილზე მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.