ძალადობრივი ჯგუფები "ფორმულას" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე "ფორმულას" ჟურნალისტსა და ოპერატორს მოძალადეები დაუპირისპირდნენ.

ტელეკომპანიის ცნობით, ინციდენტის დროს ოპერატორს ზურგჩანთა ჩამოგლიჯეს, რომელშიც პირდაპირი ჩართვის აპარატი იყო, ცდილობდნენ კაბელი გადაეჭრათ, რათა პირდაპირი ეთერი შეწყვეტილიყო. 

პოლიციამ "ფორმულას" გადამღები ჯგუფი ადგილიდან მალევე განარიდა.