"ძალიან მაინტერესებს, ახალი მინისტრი მაინც თუ დაინტერესდა" - ანი ქავთარაძე

ექიმი ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართავს:

"ძალიან მაინტერესებს, ახალი მინისტრი მაინც თუ დაინტერესდა, რატომ ერეკებიან(ჰო, ერეკებიან, ერთი მარშუტკით) განურჩევლად, სუბიექტური თუ ობიექტური ჩივილებისა, ასაკისა, ყველა კოვიდ ინფიცირებულს(განსაკუთრებით სასტუმროებიდან) კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე?!

ან რატომ ეპატიჟებიან უფასო გულ-მკერდის კტ. ზე კოვიდ გადატანილებს სახელმწიფოს ხარჯზე?!დაასრულებთ ამ საყოველთაო დასხივებას, თუ ონკოლოგიის მეტად აღორძინებას გეგმავთ სამომავლოდ ბედკრულში?", - წერს ანი ქავთარაძე სოციალურ ქსელში.