ძლიერი სეტყვა ლაგოდეხში - სტიქიამ სოფლები დააზარალა

ლაგოდეხში ძლიერი სეტყვა იყო. სტიქიამ მუნიციპალიტეტის სოფლები, ბაისუბანი, ჭაბუკიანი, ქვემო მსხალგორი და პატარა გორი დააზარალა.

განადგურებულია ვენახები, საკარმიდამო ნაკვეთები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

რა რაოდენობის ზარალი მიადგა სტიქიით ლაგოდეხს, ამ ეტაპზე უცნობია.