ძლიერი ხანძარი ოკუპირებულ გალში - VIDEO

ოკუპირებულ გალში ხანძარს ებრძვიან. 

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. 

ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. გამოცხადდა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია. 

ცეცხლის ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.

ხანძრის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბერდია კალანდია ავრცელებს.

ცნობისთვის, ტყის ხანძარი ოკუპირებულ გალში 4 იანვრის დილას გაჩნდა.