ძლიერი სეტყვა ქედაში - სოფლებში ზარალს ითვლიან

ქედაში ძლიერმა სეტყვამ ხუთი სოფელი დააზარალა. 

ხარაულაში, დანდალოში, კოკოტაურში, ცხმორისა და აბუქეთაში სტიქიამ ერთწლოვანი კულტურები გაანადგურა. 

დაზიანდა თამბაქოს ნარგავები, ხეხილი, ბოსტნეული და ვენახი.

ქედის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად შექმნილ მდგომარეობას მერის წარმომადგენლები სწავლობენ, ზარალის ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია.