ძლიერი წვიმა ბათუმში - დატბორილია რამდენიმე ქუჩა

ბათუმში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

უხვმა ნალექმა დემეტრე თავდადებულის, შერიფ ხიმშიაშვილის, შავშეთის, ლერმონტოვისა და ჭავჭავაძის ქუჩები დატბორა.

არსებული ინფორმაციით სანიაღვრეებმა ნალექი ვერ გაატარეს, რამაც დატბორვა გამოიწვია.