ძლიერი წვიმა, სეტყვა და მდინარეების ადიდება - სინოპტიკოსები საზოგადოებას აფრთხილებენ

სინოპტოკოსები ხვალ, 26 სექტემბერს საქართველოს რამდენიმე რეგიონში ძლიერ წვიმას და მდინარეების ადიდებას პროგნოზირებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 სექტემბერს კახეთის ტერიტორიაზე და საქართველოს მთიან რეგიონებში ზოგან შესაძლებელია აღინიშნოს ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.