ძლიერი ხანძარი თემქაზე

თემქაზე, მონადირის ქუჩაზე ძლიერი ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი ავეჯის სახელოსნოში გაჩნდა. 

ჩვენი ინფორმაციით ადგილზე უკვე იმყოფებიან მეხანძრე - მაშველები და მიმდინარეობს ცეცხლის ლოკალიზების პროცესი.

ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

Report.ge შემთხვევის დეტალებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არკვევს.