ძლიერმა წვიმამ თბილისში პრობლემები შექმნა

თბილისში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

დედაქალაქში დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები. ძლიერი წვიმის გამო ქუჩებზე პარალიზებული იყო მოძრაობა.

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, თბილისის სხვადასხვა უბნიდან უწყებაში შესულია შეტყობინებები.

მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი ჯგუფები არიან გასულები და პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ.