ძლიერმა წვიმამ ლანჩხუთში პრობლემები შექმნა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. 

წვიმის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. სტიქიამ დააზიანა ხიდები და შიდა გზები. 

დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა 7 ადმინისტრაციულ ერთეულს.

ამ დროისთვის გზის ყველა მონაკვეთი გაწმენდილია და აღდგენილია მოძრაობა. ელექტროენერგიის მიწოდება ყველა სოფელში აღდგა.

სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის.