აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა მეექვსე დღეა არ გამოვლენილა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარებული 300-ზე მეტი ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. დღის ბოლომდე ჩატარდება არანაკლებ 27 ლაბორატორიული კვლევა.

სამინისტრო რეგიონში ეპიდსიტუაციის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს:

- ამჟამად კლინიკა „მედალფაში“ მკურნალობის კურსს გადის 19 ინფიცირებული პაციენტი.

- ჯამში აჭარაში კორონავირუსი დაამარცხა და კლინიკა დატოვა 36-მა პაციენტმა.

- აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა 14 მარტს (იმპორტირებული). დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს.

- აჭარაში კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 1 პაციენტი.

- დღეს არსებული მონაცემებით კარანტინში იმყოფება 1510 პირი.