ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად მეუფე იოანე გამრეკელი დაინიშნა. გადაწყვეტილება დღეს, სინოდის სხდომაზე მიიღეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 1983 წლიდან მეუფე კალისტრატე ქუთაის-გაენათის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. მეუფე მიმდინარე წლის ივნისში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

მიტროპოლიტი იოანე 1946 წლის 28 ოქტომბერს თბილისში დაიბადა.