ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან ორი მამაკაცი დააკავეს

დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა,  სოფელ კოდისწყაროს განაპირას, ორი მამაკაცი დააკავეს. ინფორმაცია report.ge -ს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულები დე ფაქტო რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანეს. დე ფაქტო რეჟიმი, ზურაბ ტუხიაშვილისა და რამაზ ზადიშვილს სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. 

სუს-ის ინფორმაციით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.