გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის ერთ მონაკვეთზე (კმ93-კმ99) ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო, ხოლო მეორე მონაკვეთზე (კმ99-კმ106) ზვავსაშიშროების რეჟიმი ნარჩუნდება.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და ზვავსაშიშროების რეჟიმის მოხსისთანავე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყველა მონაკვეთზე უმოკლეს ვადებში აღდგება.