როგორი ამინდი იქნება 3 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.

სინოპტიკოსები თბილისში ღამისა და საღამოს საათებში ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ. 

ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.