ებრაელები შმინიაცერეთი/სიმხათ თორას აღნიშნავენ

20-22 ოქტომბერს ებრაელები „შმინიაცერეთი/სიმხათ თორას” აღნიშნავენ. საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო იუდეველთა მიმართ მილოცვას ავრცელებს.

„საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დღესასწაულს ულოცავს ყველა იუდეველს, წარმატებებსა და სიხარულს უსურვებს მათ“, - ნათქვამია ფანცხადებაში.

„სიმხათ თორა“-„თორით გამოწვეული სიხარული”, თორის კითხვის განახლებას უკავშირდება და ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ებრაულ დღესასწაულად მიიჩნევა. ისრაელში იგი შმინიაცერეთს - სუქოთის მერვე, დამასრულებელ დღეს ემთხვევა.