ავარია ვარკეთილში - დაშავებულია ერთი ადამიანი

თბილისში, ვარკეთილში, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

,,ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომანქანა თავდაპირველად ბოძს, ხოლო შემდეგ ევაკუატორს შეეჯახა. 

ავარიის შედეგად დაშავდა ,,ნისანის" მძღოლი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.