საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით მიხედვით, ვირუსი კიდევ ორმა პაციენტმა დაამარცხა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 54-ს შეადგენს.

ამავე ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, 230-მდე გაიზარდა დაინფიცირებულთა რიცხვიც.

ქვეყანაში კორონავირუსით 3 ადამიანია გარდაცვლილი.