უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 10 სექტემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.

11-13 სექტემბერს თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში 10 სექტემბერს, შესაძლოა, მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ხოლო 11-13 სექტემბერს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 

ჰაერის ტემპერატურა 10 სექტემბერს +29, +31 გრადუსი იქნება, ხოლო 11-13 სექტემბერს +31, +33 გრადუსამდე მოიმატებს.