თბილისის მეტროში შეფერხება იყო

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხება იყო. მატარებლები დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში არ მოძრაობდნენ. 

როგორც report.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო, რაც მალე აღმოიფხვრა. 

მათივე ინფორმაციით, მოძრაობა ამჟამად უკვე აღდგენილია.