ეხება თუ არა 4-11 მაისის უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებს - მინისტრის მოადგილის განმარტება

4-დან 11 მაისის უქმე დღეები სკოლებსა და უნივერსიტეტებზეც ვრცელდება. ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძემ განაცხადა. შესაბამისი განმარტება მან ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გააკეთა. 

რა თქმა უნდა, უქმე დღეები შეეხება ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ გამოაცხადა.