ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები გაიფიცნენ

ონკოლოგიური საავადმყოფოს მედპერსონალი გაიფიცა. ექიმები კლინიკაში არსებულ მდგომარეობას: ჩამონგრეულ კედლებსა და ძველ ინვენტარს აპროტესტებენ.

გარდა ამისა, მედპერსონალი 7 თვიანი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვს. 

ონკოლოგიური კლინიკის ექიმები იგივე მოთხოვნებით რამდენიმე კვირის წინაც გაიფიცნენ.

ექიმები ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ.

ფოტო: რუსთავი 2