ეკო ფანგანი 6 შვილის დედაა - ტელეწამყვანის აღიარება

ტელეწამყვანი და მოდელი ეკო ფანგანი ამბობს, რომ შვილები არ ჰყავს, თუმცა თავს 6 ბავშვის დედად მიიჩნევს. 

„ინსტაგრამის“ „ფოლოვერები“ ეკო ფანგანის ოჯახური მდგომარეობით დაინტერესდნენ. ტელეწამყვანმა ერთ-ერთ „ფოლოვერს“ უპასუხა, რომ გათხოვილი არასდროს ყოფილა, თუმცა ექვსი ბავშვის დედა–მამიდაა. 

ტელეწამყვანმა ძმისშვილები იგულისხმა, რომლებიც მისივე თქმით, საკუთარი შვილებივით უყვარს. 

ეკოს ძმა გიორგი ფანგანია, რომელიც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრია. ბოლოს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გიორგი ფანგანს ექვსი შვილი ჰყავს.