ეკონომიკის მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან Report.ge-ს აცნობეს.

„ნათია თურნავა ამჟამად თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას სახლში გააგრძელებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.