ექსპო ჯორჯიასთან პოლიტიკურმა აქტივისტებმა აქცია გამართეს

სამოქალაქო აქტივისტებმა "ექპო ჯორჯიასთან", სადაც "ქართული ოცნების ყრილობა იმართება, აქცია გამართეს. მათ რამდენჯერმე სცადეს ქუჩის გადაკეტვა, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება არ მისცა. 

დემონსტრაციაზე ერთი აქტივისტი დააკავეს. დემონსტრანტების თქმით, სამართალდამცველებმა მათ ბანერების გაშლის საშუალება არ მისცეს.