ქუჩები, სადაც ხვალ ელექტროენერგია შეიზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას ,,თელასი" ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

ვაკის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის, წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, უნივერსიტეტის, სვანიძის, ლორთქიფანიძის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთანიის, ბზიფის, გალავნის, განთიადის, დომინიკა ერისთავის, საინგილოს, თეძამის და გოლოვნის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის და მეფე მირიანის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.