ბათუმის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, ბათუმის ქუჩების სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვა გრძელდება.

სამუშაოების მიმდინარეობას ბათუმის მერი ლაშა კომახიძე გაეცნო. სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა ქალაქის გარკვეულ ნაწილში.

ამ ეტაპზე მოირეცხა და სადეზინფექციო საშუალებით დამუშავდა გორგილაძის, ბარათაშვილის, ჭავჭავაძისა და წერეთლის ქუჩები, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე ტროტუარებიც. სამუშაოები სპეცტექნიკის საშუალებით განხორციელდა.

ქუჩების მორეცხვა და დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება და ყველა ქუჩას მოიცავს.