ექვს ქართველ ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქობულეთის „შუქურას“ ფეხბურთელები კორონავირუსით დაინფიცირდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბი ავრცელებს. 

,,ქობულეთის "შუქურას" ექვს ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მორიგი ტურის მატჩი 8 ნოემბერს გაიმართება. მადლობა ყველას, ვინც გვერდით დაგვიდგა ამ რთულ პერიოდში! ჩვენს ბიჭებს კი მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. გავუფრთხილდეთ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას. დავემორჩილოთ რეკომენდაციებს. ჯანმრთელობას გისურვებთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1,731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 33 858-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 2,197 პაციენტი და საერთო რაოდენობა 14 829-ს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 15 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გარდაცვლილია 253 ადამიანი.