თელავში საცხოვრებელ სახლში ხანძარია

თელავში ხანძარია. ცეცხლი ყარალაშვილის ქუჩაზე სამსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სამი ჯგუფი მუშაობს. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.