ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ

საქართველოში აკრედიტებული ელჩები მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას და ფოტოს სოციალურ ქსელში საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"შეაჩერე COVID-19, აიცერი! აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და ევროკავშირის მისიის ელჩები საქართველოში მოუწოდებენ ყველა მოქალაქეს, აიცრან საკუთარი თავისა და ახლობლების დასაცავად",- აღნიშნულია ინფორმაციაში.