"ელჭექი და სეტყვა"- ამინდი საქართველოში

21 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 35, 40, ქვეყნის მთიან რაიონებში კი 33, 38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21-22 ივლისს საქართველოს ტერიტორიაზე შედარებით აგრილდება, დროგამოშვებით იწვიმებს, ზოგან ძლიერად, შესაძლებელია აღინიშნოს ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე და მშრალ ხევებში წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.