ელექტროენერგიის საფასურის გადახდის წესი ხვალიდან იცვლება

ეელქტროენერგიის მომხმარებლებს კომუნალური გადასახადის გადახდის წესი ხვალიდან შეეცვლებათ. სწრაფი გადახდისა და ინტერნეტ-ბანკინგის შესაბამის ველებში ახალი კომპანიები აისახებიან, რომლებიც ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებენ. 

"ენერგო-პრო ჯორჯიას" მომხმარებლები გადასახადის გადახდას "ეპ ჯორჯია მიწოდებას" ანგარიშზე შეძლებენ, ხოლო "თელასის" მომხმარებლებმა  ელექტროენერგიის საფასური "თელმიკოს" ანგარიშზე უნდა გადაიხადონ.

აბონენტის ნომრებში ცვლილება არ შესულა. მომხმარებლები იგივე საიდენტიფიკაციო ნომრით ისარგებლებენ.