ელენე ხოშტარიამ თელავის პროკურატურასთან ტუალეტის ქაღალდები მიიტანა

ყოფილმა დეპუტატმა, ელენე ხოშტარიამ და სამოქალაქო აქტივისტებმა, თელავის პროკურატურასთან, საპროტესტო აქციაზე ტუალეტის ქაღალდები მიიტანეს.

ხოშტარიას თქმით, ეს არის ის, რაც პროკურატურას ეკუთვნის.

მანამდე ელენე ხოშტარია პროკურორთან შეხვედრას მოითხოვდა. მისი თქმით, ახალ წლის ღამეს საპროტესტო კარავზე მანქანის განზრახ დაჯახების საქმე ამ დრომდე გამოუძიებელია და პოლიცია ამ საკითხის მიმართ უმოქმედოა.

ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები და ხოშტარიას პროკურატურაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.