ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. 

როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ეკლესიასთან, ხის ფარდულს გაუჩნდა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ჯგუფი მუშაობს. 

მათივე ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.