"ენერგი პროს" თანამშრომელი, სავარაუდოდ, სამსახურში დენის დარტყმის შედეგად გარდაიცვალა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს 67 წლის კაცი, დენის დარტყმის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი ,,ენეგო-პრო ჯორჯიას” გორის სერვისცენტრის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში report.ge-ს განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.