"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 22 ივნისს 11:00-დან 18:30 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში არღუნი, ახალი ტონჩა, ჯავახიანთკარი, დუდაურები, ვეძათხევი, ველთაურთკარი, მილახვრიანი, ოქრუაანი.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.