"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს.

„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 დეკემბერს 12:00-დან 15:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთში და თიანეთის რაიონის სოფლებში ვერხველი, საკრეჭიო, ახალსოფელი, ჩაბანო, კახოიანები, დულუზაურები, ჭურჭელაურები, ღორღა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში", - ნათქვამია ინფორმაციაში.