"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1-ელ აგვისტოს 11:00-დან 12:00 საათამდე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ მომხმარებლებს თიანეთის რაიონის სოფელ სიონში და ორხევში.

2 აგვისტოს 16:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ახატანი, შინდიანა, ჭოპორტი, ბიწმენდი.

კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.