"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 დეკემბერს 12:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში: ხეობა, დოლოშა, გურგალველი, წილკანი, საცხავატლო, ლამოვანი, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში. ასევე, 12:35-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტსა და მცხეთის რაიონის სოფლებში ნაფეტვრები, ლისი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.