"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: წილკანი, ფრეზეთი, ერედა, სელექცია, ახალდაბა, ნატახტარი, უფურეთი და მიმდებარე სოფლებში, 12:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის, დუშეთის და ყაზბეგის რაიონის სოფლებში მუხრანი, მთა ვარცლა, სტეფანწმინდა, ძალისი, ქსოვრისი, ფასანაური, სიონი, აჩხოტი და მიმდებარე სოფლებში.

კომანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.