"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 11 სექტემბერს 13:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ნატახტარი, ახალუბანი, მისაქციელი და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მიწოდება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში აღდგება.