"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ანანური, ზოტიკიანთკარი, ფიტავი, პავლეური, დგნალი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

ამასთან, 14:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება ნატახტარში; ასევე, 15:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ახალსოფელი, მუხრანი და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.