"ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგია შეეზღუდებათ

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს, 10:30-დან 12:00 საათამდე, "ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ.

კომპანიის ინფორმაციით, კერძოდ, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებს: ანანურს, ციხისძირს, ცივწყაროს, თანდილაანთკარს, ჭივილაანებს, შალიკიანთკარს, ფიტავს, ვარდს, მენესოს და მიმდებარე სოფლებს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.